18 მაისი 2024,   22:53
ვრცლად
გივი თარგამაძე პროკურატურაში იმყოფება

გივი თარგამაძე თბილსის პროკურატურაში იმყოფება. ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა საგამოძიებო ორგანოში შესვლამდე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და პოლიტიკოსი მასალების საბოლოოდ გასაცნობად დაიბარეს.  

"პროკურარურამ დაასრულა ჩემ საქმეზე გამოძიება. მათ შემომთავაზეს, რომ საბოლოოდ გავეცნო მასალებს, რომლებსაც ხვალ გადასცემენ სასამართლოს. წინასასამართლო სხდომა არის დანიშნული 3 ივლისს. მე მაინტერესებს ჩემი ბოლო მოთხოვნა დაკმაყოფილდა თუ არა და წაეყენა თუ არა ბრალი საქმეში უტყურად მონაწილე მეორე პირს - დიმიტრი აბრამიშვილს. ძირითადი ჩემი ინტერესის საგანი არის ეს," - განაცხადა გივი თარგამაძემ.

ის უკვე რამდენიმე თვეა მისი მანქანის აფეთქების საქმისთვის ტერაქტის კვალიფიკაციის მინიჭებას ითხოვს. რამდენიმე დღის წინ კი თარგამაძემ განაცხადა, რომ მის საქმეში ახალი გარემოებები ჩნდება. პოლიტიკოსის განცხადებით, მან თვითონ ჩაატარა გამოძიება და დაადგინა, რომ საქმეში ბრალდებულ დავით (დარჩო) ხეჩუაშვილთან და ბორისჩაგუნავასთან ერთად, მის აფეთქებაში დიმიტრი აბრამიშვილიც მონაწილეობდა.

 

დღის ამბები