18 მაისი 2024,   23:11
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე - დახურულ სხდომაზე ე.წ. ოქროს მოწმე, ირაკლი მამალძე იკითხება

ე.წ. ციანიდის საქმე - საქალქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ, პროკურატურის ე.წ. ოქროს მოწმე, ირაკლი მამალძე მიიყვანეს. დაკავებული დეკანოზის სასამართლო პროცესი ისევ დახურულ რეჟიმში გრძელდება. მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ ირაკლი მამალაძე პროკურორებმა სხდომათა დარბაზში უკანა კარიდან შეიყვანეს.

გიორგი ფანცულაიას თქმით, დაცვის მხარისთვის წინასწარ უცნობია, რომელ მოწმეს წარადგენს სასამართლოს პროცესზე ბრალდება. ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში 110 მოწმეზე მეტია და პროკურატურა მოწმის გასაიდუმლოებით გარკვეულწილად სამართლებრივ უპირატესობას იქმნის.

„110 მოწმეზე მეტია, ისინი ჩვენ არ გვეტყვიან წინასწარ ვის დაკითხავენ და იმისთვის, რომ სამართლებრივად უპირატესობა შეიქმნან გადაწყვიტესო, რომ მოეყვანათ ისეთი მოწმე, რომ ჩვენ შედარებით ნაკლებად ვყოფილიყავით მზად. მაგრამ, ეს ნამდვილად არაფერს არ შეცვლის. ჩვენ თავიდან ბოლომდე შესწავლილი გვაქვს საქმე. მოწმე ისეთ აბსურდულს, უკანონო და მიუღებელ ჩვენებებს არ უნდა აძლევდეს, რომ მისი სასამართლოში მოყვანა უკანა კარიდან ხდებოდეს საჭირო. საზოგადოებაში გავლის არ უნდა ეშინოდეს და არ უნდა რცხვენოდეს,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

 

დღის ამბები