ლიბანში სირიელ ლტოლვილთა ბანაკში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. ცეცხლმა ბეირუთის მახლობლად მდებარე ბანაკი მთლიანად გაანადგურა.
წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა სამი ადამიანი. ადგილზე, სადაც 800-მდე კარავი იყო გაშლილი, აფეთქებაც მოხდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ლიბანში მილიონზე მეტი რეგისტრირებული სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს.