23 დეკემბერი 2024,   01:48
ვრცლად
ეს არის პროვოკაციული ქმედება რუსეთის მხრიდან - მიხეილ ჯანელიძე მცოცავ ოკუპაციაზე საუბრობს

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. განხილვის მთავარი საკითხები რუსული ოკუპაცია, აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტი, ასოცირების შეთანხმების განხორციელების გეგმა, აფგან მუხთარლის და მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე იყო. შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა და ყველაზე მეტი კითხვა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მთავრობის სტრატეგიაზე დაისვა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობებში ასეთი აქტუალური ამ დრომდე არ ყოფილა.

„ქმედებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან, მე ვაფასებ, როგროც პროვოკაციულ ქმედებას და ჩვენი მიზანია, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, რუსულ პროვოკაციებს არ წამოვეგოთ,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეკითხვას საქართველოსა და უკრაინის საკითხის თანასწორად საერთაშორისო დონეზე დაყენებასთან დაკავშირებით, საგარეო უწყების ხელმძღვანელი არ პასუხობს.

ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ მსგავსი ინციდენტების აღმოსაფხვრელად, ჟენევის მოლაპარაკებებსა და კარასინი-აბაშიძის ფორმატში ეს საკითხი ძალიან მკაცრად უნდა დაისვას.

დღის ამბები