22 დეკემბერი 2024,   22:17
ვრცლად
ბრძოლა საკუთარი მინისტრების წინააღმდეგ "ქართულ ოცნებაში" - პარტიის ყოფილი მხარდამჭერის სკანდალური ინტერვიუ

„ქართული ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერი, გოგიტა დალაქიშვილი, „კურიერთან“ მმართველ პარტიაში არსებული დაპირისპირებების შესახებ ყვება. ის აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, საკუთარი მთავრობის მინისტრებს თავისი სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დახმარებით ებრძოდა.

გოგიტა დალაქიშვილი შსს-ში 2013 წელს დაიბარეს და სასჯელაღსრულების მაშინდელი მინისტრის, სოზარ სუბარის, ყოფილი პროკურორის, არჩილ კბილაშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ პროვოკაციებისა და აქციების მოწყობა მოსთხოვეს, სანაცვლოდ კი სოლიდურ თანხას დაჰპირდნენ.

მმართველი პარტიის ყოფილი მხარდამჭერი ყვება, რომ დამკვეთი ფულს მას შემდეგ იხდიდა, რაც უწყებებში ირაკლი ღარიბაშვილის გავლენა გაიზრდებოდა და სამინისტროები ე.წ. კახური კლანის კადრებით დაკომპლექტდებოდა. ამ კლანის წევრებად ირაკლი ღარიბაშვილი, თამაზ თამაზაშვილი, ღარიბაშვილის ცოლის დეიდაშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი და უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, გელა ზედელაშვილი მოიაზრებოდნენ. თავად დალაქიშვილმა შემოთავაზებაზე უარი თქვა და ამბობს, რომ მას შემდეგ ყველა უწყებაში მისთვის კარი დაიხურა. თუმცა აღნიშნავს, რომ სამინისტროებში პროვოკაციების, როგორიც იყო ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტი და სხვადასხვა საპროტესტო აქციის მოწყობა, სხვა პირებს დაავალეს.

მათ შორის იყო „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთი წევრი, ლადო სადღობელაშვილი და ზურაბ ქადაგიძე, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციიდან ცოტა ხნის წინ საკრებულოში. სადღობელაშვილი ამტკიცებს, რომ ის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის სიმამრს საერთოდ არ იცნობდა. ასევე უარყოფს ამ ინფორმაციას და ამ საკითხზე საუბარი არ სურს თავად თამაზ თამაზაშვილს.

დღის ამბები