06 ოქტომბერი 2024,   20:14
ვრცლად
ვაშინგტონი რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებას არ გამორიცხავს - რექს ტილერსონი

„ვაშინგტონი რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებას არ გამორიცხავს,“ - ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა, ბრიფინგზე გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერობა ასეთ დაბალ ნიშნულზე ცივი ომის დასრულების შემდეგ არ ყოფილა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში უთანხმოებების მოგვარება შესაძლებელი გახდება.

ამ თემებზე ამერიკელი დიპლომატი მოლაპარაკებას რუს კოლეგასთან გამართავს. რექს ტილერსონი და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, სერგეი ლავროვი, კვირის ბოლოს მანილაში შეხვდებიან. ეს იქნება მათი პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ლავროვის უწყებამ რუსეთიდან ამერიკელი დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. 

„რუსეთთან ურთიერთობა კვლავ მნიშვნელოვან წნეხს განიცდის. როგორც მოსკოვში ვიზიტისას ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს აღვნიშნე, ურთიერთობები ცივი ომის დასრულების შემდეგ, ისტორიულ დაბალ ნიშნულზეა და შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს. გასული კვირის მოვლენების შემდეგ მთავარი კითხვა ისაა, ურთიერთობები გაუარესდება, თუ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ გარკვეულ სტაბილურობას და გავაგრძელოთ თანამშრომლობის გზების ძიება იმ სფეროებში სადაც საერთო ინტერესები გაქვს და ვეძებოთ გზები სადაც შეგვიძლია შევთანხმდეთ საკითხებზე რომლებზეც განსხვავებული ხედვა გვაქვს ღია კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. რაც შეეხება სანქციებს, რომელიც კონგრესმა დაამტკიცა, ვერ ვიტყვი რომ მე ან პრეზიდენტი აღვფრთოვანდით ამით, ჩვენი აზრით ეს არ შეუწყობდა ხელს ჩვენს ძალისხმევას, მაგრამ გადწყვეტილება უკვე მიღებულია, მას პრეზიდენტი დაამტკიცებს და ჩვენ ამ გზით მუშაობა მოგვიწევს,” - განაცხადა რექს ტილერსონმა.

დღის ამბები