06 ოქტომბერი 2024,   20:16
ვრცლად
FBI-ის ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. შეერთებული შტატების სენატმა ამ თანამდებობაზე კრისტოფერ რეი დაამტკიცა. მის კანდიდატურას 92-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მხოლოდ ორი აღმოჩნდა.

50 წლის კრისტოფერ რეი პროფესიით იურისტია და საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკოსია. ის 2003-2005 წლებში გენერალური პროკურორის მოადგილეს თანამდებობას უკავებდა.

კრისტოფერ რეის კანდიდატურა FBI-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დონალდ ტრამპმა წარადგინა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტმა ამ თანამდებობიდან რუსეთთან კავშირების გამოძიების საქმეზე არსებული უთანხმოებების გამო ჯეიმს კომი დაითხოვა.

დღის ამბები