06 ოქტომბერი 2024,   20:17
ვრცლად
ტერაქტი ავღანეთში - დაიღუპა 29 ადამიანი

ძლიერ აფეთქებას ავღანეთში მსხვერპლი მოჰყვა. ტერორისტების სამიზნე ამჯერად ქალაქ ჰერატში მდებარე შიიტი მუსლიმების მეჩეთი გახდა. სალოცავთან ჯერ თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, რის შემდეგაც მისმა თანამზრახველმა ცეცხლი გახსნა და მომლოცველებს ხელყუმბარები ესროლა.

გუბერნატორის განცხადებით, თავდასხმის შედეგად 29 ადამიანია დაღუპული. 64 დაშავებული კი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა ოფიციალური პირების ვერსიით, თავდასხმა თალიბების მოწყობილია.

დღის ამბები