06 ოქტომბერი 2024,   20:15
ვრცლად
წყალდიდობა ფლორიდაში - დაიტბორა ქუჩები და შენობების პირველი სართულები

გადაუღებელ წვიმას ფლორიდაში წყალდიდობა მოჰყვა. ყველაზე მეტად სტიქიამ მაიამი დააზარალა. დაიტბორა ქუჩები და შენობების პირველი სართულები. შეფერხდა საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა.

მეტეოროლოგების განცხადებით, მაიამის სანაპიროზე ნალექის რეკორდული რაოდენობა მოვიდა. სინოპტიკოსების პროგნოზით უხვი ნალექი უახლოეს დღეებში კიდევ მოსალოდნელია, რის გამოც სპეციალისტებმა მაიამის პორტში და ფიშერის კუნძულებზე მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს.

დღის ამბები