06 ოქტომბერი 2024,   20:15
ვრცლად
დონალდ ტუსკმა ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის საქმეზე გამოძიებას ჩვენება მისცა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის საქმეზე გამოძიებას ჩვენება მისცა. დონალდ ტუსკი მოწმის სტატუსით სამართალდამცველთა შეკითხვებს 8 საათს პასუხობდა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, მას შენობის გარეთ მხარდამჭერები შეძახილებით დახვდნენ. ხელახალი გამოძიება ავიაკატასტროფის საქმეზე რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

პოლონელი გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ მიზეზი, რატომ მისცა პოლონეთის ხელი​სუფლებამ რუსულ მხარეს ექსპერტიზის ჩატარების უფლება, რომლის შედეგებიც არაზუსტი აღმოჩნდა.

თავად დონალდ ტუსკი მოქმედ მთავრობას ზეწოლაში ადანაშაულებს და მიმდინარე გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

დღის ამბები