06 ოქტომბერი 2024,   20:13
ვრცლად
თეთრი სახლიდან ინფორმაციის გაჟონვა - აშშ-ის ხელისუფლებამ 4 პირს ბრალი წაუყენა

თეთრი სახლიდან ინფორმაციის გაჟონვასთან კავშირის გამო, შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ოთხ პირს ბრალი წაუყენა.

განცხადება ამის შესახებ ამერიკის გენერალურმა პროკურორმა, ჯეფ სეშენსმა, გააკეთა, რომელიც ბოლო პერიოდში პრეზიდენტის მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა.

დონალდ ტრამპმა, იუსტიციის მინისტრის მუშაობის გამო, იმედგაცრუება გამოთქვა და სეშენს "სუსტი" უწოდა.

პრესკონფერენციაზე გენერალურ პროკურორს დაკავებულთა ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა განმარტა, რომ მათ ბრალად საიდუმლო ინფორმაციის გავრცელება და უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებთან ფარული კონტაქტი ედებათ.

სეშენსის თქმით, ადმინისტრაციიდან ინფორმაციის რეგულარული გაჟონვა უნდა შეწყდეს. 

დღის ამბები