19 მაისი 2024,   10:34
ვრცლად
შტურმი ლვოვის ფსიქიატრიულ კლინიკაში - ერთმა პაციენტმა 76 ადამიანი მძევლად აიყვანა

შტურმი ლვოვის ფსიქიატრიულ კლინიკაში - დაწესებულების ერთ-ერთმა პაციენტმა 76 ადამიანი მძევლად აიყვანა, რის შემდეგაც კლინიკის თანამშრომელებმა სამართალდამცველები გამოიძახეს.

ადგილზე მისულმა პოლიციამ შენობის შტურმის გადაწყვეტილება მიიღო. ჩაკეტილი შესასვლელის გახსნის დროს თავდამსხმელმა მინები ჩაამტვრია, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა, 6 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამი მძიმე მდგომარეობაშია. დანარჩენი მძევლები სამართალდამცველებმა უვნებლად გაათავისუფლეს.

თავდამსხმელი 30 წლის ადგილობრივი აღმოჩნდა, რომელიც ფსიქიატრიულ კლინიკაში მამის მკვლელობის შემდეგ მოათავსეს. 

დღის ამბები