06 ოქტომბერი 2024,   20:14
ვრცლად
დონალდ ტრამპი ფხენიანისთვის დამტებითი სანქციების დაკისრებას ეხმაურება

ფხენიანისთვის დამტებითი სანქციების დაკისრებას გამოეხმაურა დონალდ ტრამპი. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთსა და ჩინეთს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტის განცხადება თეთრმა სახლმა მას შემდეგ გავრცელა, რაც დონალდ ტრამპმა მეუღლესთან ერთად ვაშინგტონი დატოვა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ნიუ ჯერსიში გაემგზავრა, სადაც ოჯახთან ერთად თავის პირველ შვებულებას გაატარებს. ბედმინსტერში ის 17 დღის განმავლობაში დარჩება. ამ პერიოდში კი, თეთრ სახლში სარემონტო სამუშაოები ჩატარდება.

დღის ამბები