06 ოქტომბერი 2024,   20:14
ვრცლად
ავსტრალიის სანაპიროსთან მაშველები ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ეკიპაჟს ეძებენ

ავსტრალიის სანაპიროსთან მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ეკიპაჟს ეძებენ, რომელიც ზღვაში ჩავარდა. კატასტროფის დროს ბორტზე 26 სამხედრო იმყოფებოდა, აქედან 23 კატასტროფას გადაურჩა.

ისინი სხვადასხვა კლინიკაში არიან გადაყვანილები. სამ ამერიკელ ჯარისკაცს კი, მაშველები ამ დრომდე ეძებენ. თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. 

დღის ამბები