06 ოქტომბერი 2024,   20:19
ვრცლად
მილანში 20 წლის ფოტო მოდელის აუქციონზე გაყიდვას აპირებდნენ

იტალიელმა ძალოვანებმა ბრიტანელი მოდელის გამტაცებლები დააკავეს. 20 წლის ფოტო მოდელი დამნაშავეებმა მილანიდან გაიტაცეს და მის აუქციონზე გაყიდვას აპირებდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ბრიტანელი მოდელი მილანში გადაღებებში მონაწილეობისთვის ჩავიდა, თუმცა სახლში მას ორი მამაკაცი დაესხა თავს, ძლიერ მოქმედი ნარკოტიკული საშუალებების მიღება აიძულა, რის შემდეგაც ის ჩემოდანში მოათავსეს და მანქანით ტურინში გადაიყვანეს.

გამტაცებლებმა ინტერნეტ აუქციონი გამართეს და 300 ათასი დოლარი მოითხოვეს.

ბოროტმოქმედებმა დაზარალებული 6 დღის შემდეგ გაათავისუფლეს, რადგან შეიტყვეს, რომ მას მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა.

ერთ-ერთი გამტაცებელი პოლიციამ იმ დროს აიყვანა, როდესაც მან გატაცებული ქალი მილანში ბრიტანეთის საკონსულოში მიიყვანა. ის პოლონეთის მოქალაქე, 30 წლის მამაკაცი აღმოჩნდა. ამ დროისთვის გამოძიება მის თანამზრახველებს ეძებს.

დღის ამბები