06 ოქტომბერი 2024,   20:14
ვრცლად
მასშტაბური სპეცოპერაცია ვენესუელაში - სამხედრო ბაზაზე თავდასხმაში ეჭვნიტანილებს ეძებენ

მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს ვენესუელაში, სადაც ქალაქ ვალენსიაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმაში ეჭვნიტანილებს ამ დრომდე ეძებენ. 20-მდე სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გუშინ შეიჭრა და ხელისუფლების საწინააღმდეგო ვიდეო მიმართვაც გაავცელა.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა 2 თავდამსხმელი, ერთი კი დაიჭრა.

ვენესუელაში მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება. სამართალდამცველებთან შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები