06 ოქტომბერი 2024,   20:14
ვრცლად
პარიზში თავდასხმის მცდელობისას დაკავებულმა მამაკაცმა ისლამისტებთან კავშირი აღიარა

პარიზში თავდასხმის მცდელობისას დაკავებულმა მამაკაცმა ისლამისტებთან კავშირი აღიარა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული წარმოშობით მავრიტანელი, 19 წლის საფრანგეთის მოქალაქეა. დაკითხვაზე მან განაცხადა, რომ თავდასხმაზე ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს " წევრებმა დაითანხმეს.

დანით შეიარაღებული მამაკაცი პარიზის პოლიციამ ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმის მცდელობისას გუშინ დააკავა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

პარიზის ტერაქტების სერიის შემდეგ, საფრანგეთში ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

დღის ამბები