06 ოქტომბერი 2024,   20:16
ვრცლად
უჩვეულო სანახაობა ევროპაში - სავსე მთვარის ნაწილობრივი დაბნელება

ევროპის სამხრეთ ქვეყნებში უჩვეულო სანახაობის, მთვარის დაბნელებას მომსწრენი გახდნენ. ესპანეთსა და საბერძნეთში მოსახლეობა სავსე მთვარის ნაწილობრივი დაბნელების სანახავად ქუჩებში გამოვიდა.

ყველაზე კარგად ის საბერძნეთის სუნიონის ნახევარკუნძულიდან გამოჩნდა, სადაც ადამიანები ბუნებრივ მოვლენაზე დაკვირვების მიზნით, პოსეიდონის ანტიკურ ტაძართან შეიკრიბნენ.

მადრიდის მოსახლეობას კი, ბუნებრივ ფენომენზე დაკვირვება ღრუბლიანობის გამო გაუჭირდა. თუმცა, სავსე მთვარის ამოსვლის შთამბეჭდავ სანახაობას ადამიანები აქაც ადევნებდნენ თვალს. 

დღის ამბები