06 ოქტომბერი 2024,   20:18
ვრცლად
რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, სერგეი უდალცოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, სერგეი უდალცოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა. 2012 წლის მასშტაბური საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ტამბოვის კოლონიაში 4 წელი და 5 თვე გაატარა.

მისი მეუღლის განცხადებით, 10 აგვისტოს ის პრესკონფერენციას გამართავს და საკუთარ გეგმებზე ისაუბრებს.

სერგეი უდალცოვი აქტიურად იყო ჩართული ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო კამპანიაში. 2012 წლის 6 მაისს მოსკოვის ცენტრში მისი ორგანიზებით მილიონიანი მარში გაიმართა, რომელიც სპეცრაზმმა დაშალა.

უდალცოვი არეულობის პროვოცირებისთვის გაასამართლეს და 2014 წელს 4 წლით და 5 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

დღის ამბები