06 ოქტომბერი 2024,   20:18
ვრცლად
ტრამპის გაფრთხილება და ფხენიანის მუქარა - ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის სამხედრო ბაზებზე შეტევას გეგმავს 

ჩრდილოეთ კორეა გუამის კუნძულზე შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე შეტევას გეგმავს. არმიის განცხადებით, იერიში ქვეყნის ლიდერის მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე განხორციელდება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩრდილო კორეის ხელისუფლებას ვაშინგტონის მიმართ მუქარის შეწყვეტა ურჩია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უპრეცედენტო ძალის გამოყენებით დაემუქრა.

განცხადება ნიუ ჯერსის გოლფ კლუბში დონალდ ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკულმა მედიამ ფხენიანის ბირთვული პროგრამის შესახებ ახალი ცნობები გაავრცელა. სპეცსამსახურებზე დაყრდნობით, The Washington Post-მა დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ისეთი ბირთვული ქობინი შეიმუშავა, რომელიც მის შეიარაღებაში არსებულ რაკეტებს ერგება.

დონალდ ტრამპის მოთხოვნიდან რამდენიმე საათში, ჩრდილოეთ კორეის არმიამ ვაშინგტონის მიმართ მორიგი მუქარა გაავრცელა. ფხენიანი გუამის კუნძულზე შეერთებული შტატების სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო იერიშის განხორციელებას გეგმავს, მათ შორის ავიაბაზა ანდერსენზე, სადაც ამერიკის სტრატეგიული ბომბდამშენებია დისლოცირებული.

ჩრდილოეთ კორეამ, რომელმაც ბირთვული ცდა ხუთჯერ ჩაატარა, ივლისში ორი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის გამო გაერომ, ვაშინგტონის ინიციატივით, ფხენიანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გააფართოვა. უშიშროების საბჭოს მიერ ერთხმად მიღებული რეზოლუცია ფხენიანის ექსპორტის წლიური შემოსავლის მესამედით შემცირებას ითვალისწინებს.

 

 ა

დღის ამბები