06 ოქტომბერი 2024,   20:17
ვრცლად
პარიზის პოლიცია სამხედროებზე თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებს

პარიზის პოლიცია სამხედროებზე თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებს. შემთხვევა საფრანგეთის დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთ უბანში, დილის 8 საათზე მოხდა. უცნობი პირი მანქანით დაეჯახა ჯარისკაცებს, რომლებიც ყაზარმიდან გამოდიოდნენ.

თავდასხმის შედეგად 6 სამხედრო დაშავდა, ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. მომხდარის შემდეგ თავდამსხმელმა მიმალვა შეძლო. გავრცელებული ცნობით, ის მუქი ფერის BMW-ს მარკის მანქანით გადაადგილდება.

მის დასაკავებლად პარიზში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. 

 

დღის ამბები