06 ოქტომბერი 2024,   20:14
ვრცლად
ვაშინგტონი აფხაზეთში პუტინის ვიზიტს ჟენევის მოლაპარაკებებისთვის შეუფერებელს უწოდებს 

არათანმიმდევრულს და ჟენევის მოლაპარაკებებისთვის შეუფერებელს უწოდებს ვაშინგტონი აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები სრულიად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"შეერთებული შტატები პრეზიდენტ პუტინის ვიზიტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში განიხილავს, როგორც არათანმიმდევრულს და შეუფერებელს ჟენევის მოლაპარაკებების ძირითადი პრინციპების მიმართ, რომლის ერთ-ერთი მხარეც თავად რუსეთია. შეერთებული შტატები სრულიად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და უარყოფს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას. შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები ომამდელ პოზიციაზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით და შეცვალოს გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღარების შესახებ," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები