06 ოქტომბერი 2024,   20:19
ვრცლად
აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის დაპირისპირება - დაძაბულობა პიკს აღწევს

ჩრდილოეთ კორეა შეერთებული შტატებს სარაკეტო იერიშით ემუქრება. ფხენიანი გეგმას ამზადებს, რომელსაც რამდენიმე დღეში ქვეყნის ლიდერი ხელს მოაწერს. ჩრდილოეთ კორეის მთავარი სამიზნე გუამის ამერიკული ბაზაა და ქვეყნის ლიდერი ბაზის მიმართულებით 4 რაკეტის გაშვებას გეგმავს.

ვაშინგტონი კიმ ჩენ ინს თავშეკავებისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ მის დაუფიქრებელ ნაბიჯს უპასუხოდ არ დატოვებს. პენტაგონის ხელმძღვანელის, ჯეიმს მატისის განცხადებით, ფხენიანმა უნდა შეწყვიტოს ისეთ ქმედებებზე ლაპარაკი, რომელიც მის რეჟიმს დასასრულამდე მიიყვანს.

ფხენიანის გეგმის მიხედვით, რაკეტებმა იაპონიას უნდა გადაუფრინოს. ამავდროულად, ოფიციალური ტოკიო ვაშინგტონთან ერთად შესაძლო სამხედრო სცენარზე რეაგირების გეგმას ამუშავებს.

ევროპა არსებული მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. გერმანია რუსეთსა და ჩინეთს ფხენიანის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

ბოლოს დროს გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადებების და ბირთვული გამოცდების ჩატარებისთვის, გაერომ ჩრდილოეთ კორეას სანქციები დაუწესა, საპასუხოდ ფხენიანში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. ჩრდილოეთ კორეელები აგრესიაში შეერთებულ შტატებს და დონალდ ტრამპს ადანაშაულებენ.

დღის ამბები