06 ოქტომბერი 2024,   20:18
ვრცლად
სროლა კიევის რკინიგზის სადგურთან - დაჭრილია სამი ადამიანი

სროლა კიევის რკინიგზის სადგურთან. კონფლიქტის ნიადაგზე ცეცხლი სადგურის წინ მდებარე მოედანზე ორმა უცნობმა პირმა გახსნა. შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თავად თავდამსხმელებმა კი მიმალვა შეძლეს.

შემთხვევის ადგილას გამომძიებელთა ჯგუფი მუშაობს. ისინი თვითმხილველებს კითხავენ და მომხდარის მიზეზების დადგენას ცდილობენ.

დღის ამბები