გორის რაიონის სოფელ შავშებთან გაჩენილი ხანძარი სოფელ ახალსოფლამდე გავრცელდა. ხანძარი, დაახლოებით, ერთი საათის წინ სახნავ-სათესი მიწების ტერიტორიაზე მინდორს მოედო.
ამ დროისთვის სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. თუმცა, ხანძრის მცირე კერების არსებობის გამო, გორისა და კასპის 10-მდე სახანძრო ბრიგადა ადგილზე რჩება.
გორის რაიონის გამგებლის მოადგილის განცხადებით, ამ დროისთვის ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
ამ დროისთვის 2 ჰექტრამდე ტერიტორიაა დამწვარი.