06 ოქტომბერი 2024,   20:14
ვრცლად
ბრუკლინში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ერთი ადამიანი დაიღუპა სროლის შედეგად ბრუკლინში. სამართალდამცველებმა 29 წლის მამაკაცის სახლი ალყაში მას შემდეგ მოაქციეს, რაც მისმა დედამ პოლიციას დახმარებისთვის მიმართა.

შენობაში შესვლისთანავე ეჭვმიტანილმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად ერთი სამართალდამცველი დაიჭრა.

სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ შენობაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

გამოძიების ცნობით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

დღის ამბები