06 ოქტომბერი 2024,   20:14
ვრცლად
36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავარიას ჩინეთში

სულ მცირე 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავარიას ჩინეთში. ავტობუსი, რომელშიც რამდენიმე ათეული მგზავრი იმყოფებოდა, გვირაბის კედელს შეეჯახა. შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

დაშავებულია 13 ადამიანი. ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და სახანძრო მანქანები იყო მობილიზებული. ამ დრომდე უცნობია ავარიის მიზეზები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები