06 ოქტომბერი 2024,   20:12
ვრცლად
ბრიტნი სპირსს კონცერტის დროს სცენაზე ასულმა მამაკაცმა სიმღერა შეაწყვეტინა

ბრიტნი სპირს ლას ვეგასში კონცერტის დროს სიმღერა შეაწყვეტინეს. მომღერალი ბოლო სიმღერას ასრულებდა, როდესაც მოულოდნელად, სცენაზე მამაკაცი ავიდა.

სპირსმა და მისმა მოცეკვავეებმა გამოსვლა მაშინვე შეწყვიტეს, მოულოდნელი სტუმარი კი, დაცვის წევრებმა დააკავეს. დარბაზიდან გაყვანის დროს ის ხალხმა უკმაყოფილო შეძახილებით გააცილა.

უკმაყოფილო დარჩა თავად მომღერალიც. ის სცენაზე აღარ გამოსულა, თუმცა თაყვანისმცემლებისთვის კონცერტის ჩატარებას ლას ვეგასში ხვალაც გეგმავს.

დღის ამბები