06 ოქტომბერი 2024,   20:16
ვრცლად
ჩვენ ბევრი ვარიანტები გვაქვს ვენესუელასთვის. სხვათაშორის, მე არ გამოვრიცხავდი სამხედრო ვარიანტს - დონალდ ტრამპი

„ჩვენ ბევრი ვარიანტები გვაქვს ვენესუელასთვის. სხვათაშორის, მე არ გამოვრიცხავდი სამხედრო ვარიანტს,“ -  ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან და გაერო-ში აშშ-ის ელჩთან, ნიკი ჰეილისთან, შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.  

„ვენესუელა ჩვენი მეზობელია. ჩვენ ჯარისკაცები მსოფლიოს მასშტაბით გვყავს, იმ ადგილებშიც კი, რომელიც ძალიან შორსაა. ვენესუელა შორს არ მდებარეობს, ხალხი იქ იტანჯება, კვდება. ჩვენ ვენესუელასთვის ბევრი ვარიანტები გვაქვს, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში შესაძლო სამხედრო ვარიანტი,“ - აღნიშნა ტრამპმა. 

კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ეს ოპერაციას, რომელსაც აშშ გაუძღვება, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „ჩვენ არ ვამბობთ ამას. თუმცა, სამხედრო ოპერაცია და სამხედრო ვარიანტი ეს ის არის, რაც ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ“. 

დღის ამბები