06 ოქტომბერი 2024,   20:19
ვრცლად
იაპონიამ ამერიკული საჰაერო თავდაცვით სისტემების განლაგება დაიწყო

ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის დაპირისპირების გამწვავების ფონზე იაპონიამ ამერიკული საჰაერო თავდაცვით სისტემების განლაგება დაიწყო. დასავლეთ რეგიონებში პეტრიოტების სარაკეტო სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს.

იაპონიის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას პრევენციული და თავდაცვითი ზომებით ხსნის. ტოკიოში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ მუქარის შემცველ განცხადებებში ჰიროსიმა, შიმანესა და კოჩის რეგიონები არაერთხელ დაასახელა საკუთარ სამიზნებად.

ამასთან ერთად იაპონიის სამხედრო მეთაურობა ვარაუდობს, რომ გუამის კუნძულზე იერიშის შემთხვევაში ფხენიანიდან გაშვებული რაკატები შესაძლოა, იაპონიის ტერიტორიაზე ჩამოვარდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები