06 ოქტომბერი 2024,   20:17
ვრცლად
ბურკინა-ფასოში თავდასხმას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბურკინა-ფასოში თავდასხმას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეიარაღებული პირები დედაქალაქის ერთ-ერთ რესტორანში შეიჭრნენ და იქ მყოფები ცეცხლი გაუხსნეს.

დაშავდა სულ მცირე 8 ადამიანი. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.

თვითმხილველთა განცხადებით, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ორმხრივი სროლა იყო. ამ დრომდე პასუხისმგებლობა თავდასხმაზე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები