06 ოქტომბერი 2024,   20:19
ვრცლად
ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. სტიქიის შედეგად დაშავებულია, სულ მცირე, 18 ადამიანი. მაშველები და სამხედროები კი დაკარგულებს ეძებენ.

გადაუღებელმა წვიმებმა განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონები დააზარალა. დატბორილია ათასობით საცხოვრებელი სახლი. უამინდობამ ქვეყნის რამდენიმე დასახლებაში მეწყერი გამოიწვია. პარალიზებულია საავტომობილო მიმოსვლა.

შეფერხებით მუშაობს აეროპორტები. სამაშველო ოპერაციის დროს რეგიონიდან ხუთი ათასამდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

დღის ამბები