06 ოქტომბერი 2024,   20:17
ვრცლად
ირანი რუსეთს მძიმე შეიარაღებისთვის საჭირო კომპონენტებს გაეროს რეზოლუციის გვერდის ავლით აწვდის - Die Welt

ირანი რუსეთს მძიმე შეიარაღებისთვის საჭირო კომპონენტებს გაეროს რეზოლუციის გვერდის ავლით აწვდის. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Die Welt-ი დასავლურ სპეცსამსახურებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, ივნისში ირანული თვითმფრინავები სირიაში მდებარე ბაზა ჰმეიმიმ-ში, სადაც რუსული ავიაციაა დისლოცირებული, ორჯერ დაჯდა.

მათ მიერ ჩამოტანილი ტვირთი კი საპორტო ქალაქში გადაიტანეს, საიდანაც გემებით ნოვოსიბირსკში გადაზიდეს.

ამ დროისთვის გამოცემა არ აზუსტებს, თუ რა სახის ტექნიკაზეა საუბარი. ავტორი აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედება გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალური რეზოლუციის დარღვევას წარმოადგენს.

დღის ამბები