06 ოქტომბერი 2024,   20:14
ვრცლად
ჩრდილო კორეის ხელისუფლებამ სტრატეგიული ქვეყნების ელჩები უკან გაიწვია

ჩრდილო კორეის ხელისუფლებამ სტრატეგიული ქვეყნების ელჩები უკან გაიწვია. ფხენიანში ბრუნდებიან დიპლომატები რუსეთიდან, ჩინეთიდან და გაეროდან.

გავრცელებული ცნობით, ისინი საგანგებო შეხვედრას დაესწრებიან, რომელიც ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნება.

პარალელურად, ვაშინგტონში აცხადებენ, რომ დაძაბულობის ზრდის მიუხედავად, ამ ეტაპზე ჩრდილო კორეასთან ბირთვული ომის გარდაუვალი საფრთხე არ არსებობს, თუმცა FOX NEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, მაიკ პომპეომ, ისიც აღნიშნა, რომ ფხენიანის მიმართ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა დასრულებულია.

დღის ამბები