06 ოქტომბერი 2024,   20:16
ვრცლად
სირიაში მოხალისე მაშველები მოკლეს

სირიაში მოხალისე მაშველები მოკლეს. უცნობი პირები ორგანიზაცია თეთრი ჩაფხუტების  წევრებს ამბოხებულების მიერ კონტროლირებად იდლიბის პროვინციაში დაესხნენ თავს.

სროლის შედეგად 7 მაშველი დაიღუპა, მათ შორის ახალგაზრდა მოხალისე, რომელიც 2016 წლის სექტემბერში იდლიბში ბავშვის გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდა.

გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელებმა ოფისიდან ორი მიკროავტობუსი და აპარატურა გაიტაცეს.

მომხდარი უკვე დაგმეს გაერომ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და საფრანგეთის საგარეო უწყებამ.

დღის ამბები