06 ოქტომბერი 2024,   20:18
ვრცლად
საბერძნეთში ტყის ხანძრები ათენს უახლოვდება

საბერძნეთში ტყის ხანძრები ათენს უახლოვდება. ცეცხლი დედაქალაქიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარე ფიჭვის ტყეში გაჩნდა, თუმცა მიზეზი უცნობია.

სტიქიამ კალამოსის დასახლებაში 10-ზე მეტი სახლი გაანადგურა, რის გამოც ადგილობრივები იძულებული გახდნენ, რეგიონი დაეტოვებინათ.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. სამაშველო ოპერაციაში, სახანძრო ბრიგადებთან ერთად, ავიაციაცაა ჩართული.

დღის ამბები