06 ოქტომბერი 2024,   20:15
ვრცლად
ბელარუსის პრეზიდენტი ოფიციალურ მინსკსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაციებაზე საუბრობს

ბელარუსის პრეზიდენტი ოფიციალურ მინსკსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაციებაზე საუბრობს. განცხადება ამის შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, ტელეკომპანია "რასიასთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ლუკაშენკომ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის საზღვართან ე.წ. სასაზღვრო ზონების მოწყობის გამო.

"ვამაყობდით, რომ რუსებსა და ბელარუსებს თანასწორი უფლებები ჰქონდათ, ახლა კი საზღვარზე რუსი მესაზღვრეები დააყენეს, გაუგებრად იქცევიან მებაჟეებიც, ტვირთს ბლოკავენ, ხალხს მესამე ქვეყნიდან მხოლოდ საერთაშორისო გამშვები პუნქტიდან ატარებენ, ანუ ჩვენთან უკვე უნდობლობაა,"- აცხადებს ალექსანდრე ლუკაშენკო.

დღის ამბები