06 ოქტომბერი 2024,   20:13
ვრცლად
შეერთებული შტატები და იაპონია ერთობლივ მასშტაბურ წვრთნას ატარებენ

შეერთებული შტატები და იაპონია ერთობლივ მასშტაბურ წვრთნას ატარებენ. სწავლება, რომელშიც 3 ათას 500-ზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს, კუნძულ ჰოკაიდოზე მიმდინარეობს. სამხედროები არტილერიის გამოყენებაში ვარჯიშობენ. წვრთნა 18 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

გავრცელებული ცნობით, სწავლება კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ ვითარებას არ უკავშირდება, თუმცა ის ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის ესკალაციის ფონზე მიმდინარეობს.

თვის ბოლოს შეერთებულ შტატებს ერთობლივი წვრთნა სამხრეთ კორეასთანაც აქვს დაგეგმილი.

დღის ამბები