06 ოქტომბერი 2024,   20:18
ვრცლად
სიერა ლეონეში სტიქიას 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა სტიქიას სიერა ლეონეში. დედაქალაქთან ახლოს მეწყერი ჩამოწვა. გადაუღებელი წვიმის გამო გორა ჩამოიშალა. შედეგად სახლების დიდი ნაწილი მიწაში ჩაიმარხა.

მეწყერი გამთენიისას ჩამოწვა, როდესაც ადგილობრივებს ეძინათ. სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები გაგზავნეს. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მსხვერპლი გაიზრდება.

დღის ამბები