06 ოქტომბერი 2024,   20:13
ვრცლად
ევაკუაცია ლონდონის მეტროში - სადგურზე აფეთქების ხმა გაისმა

ლონდონის მეტროში, ჰოლბორნის სადგურზე, ევაკუაცია განხორციელდა, ამის შესახებ The Telegraph წერს.

ევაკუაციის მიზეზი მეტროში ძლიერი დაკვამლიანება გახდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, კვამლის გავრცელებამდე სადგურზე აფეთქების ხმა გაისმა.

როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, აფეთქების ხმა და კვამლი გაუმართავმა მატარებელმა გამოიწვია. მათი თქმით, სადგური მუშაობას ცოტა ხანში განაახლებს.

დღის ამბები