06 ოქტომბერი 2024,   20:13
ვრცლად
ირანის პრეზიდენტი ისტორიული ბირთვული შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება

ირანის პრეზიდენტი ისტორიული ბირთვული შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება. განცხადება ჰასან როუჰანიმ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა. ირანის ლიდერის თქმით, თუ ვაშინგტონი თეირანს დამატებით სანქციებს დაუწესებს, თეირანი დაუყოვნებლივ გავა შეთანხმებიდან და ვითარება იმაზე უფრო რთული აღმოჩნდება, ვიდრე ის მოლაპარაკებების დაწყებამდე იყო.

ირანის პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებს არასანდო პარტნიორი უწოდა. მისი თქმით, დონალდ ტრამპის მმართველობის პირობებში, ვაშინგტონი არ ასრულებს საერთაშორისო შეთანხმებებს და მაგალითად პარიზის კლიმატისა და საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებები მოიყვანა, საიდანაც შეერთებული შტატები დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გავიდა.

დღის ამბები