06 ოქტომბერი 2024,   20:15
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში არსებული ორი ბიზნეს საბჭო დაშალა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში არსებული ორი ბიზნეს საბჭო დაშალა. გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა მას შემდეგ მიიღო, რაც საბჭოს ხელმძღვანელებმა შარლოტსვილის არეულობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია გააკრიტიკეს.

პროტესტის ნიშნად 7-მა მოწვეულმა დირექტორმა საბჭოს დატოვების შესახებაც განაცხადა.

ბიზნეს ლიდერების უკმაყოფილება დონალდ ტრამპის იმ განცხადებამ გამოწვია, რომელშიც პრეზიდენტმა არეულობაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს დააკისრა.

რამდენიმე დღის წინ ულტრამემარჯვენე ნაციონალისტების აქციას შარლოტსვილში მასშტაბური შეტაკებები და მსხვერპლი მოჰყვა.

დღის ამბები