06 ოქტომბერი 2024,   20:19
ვრცლად
ჟურნალმა „Forbes“ 2017 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობები დაასახელა

ჟურნალმა „Forbes“ 2017 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობები დაასახელა. სიის სათავეში 28 წლის ემა სტოუნი მოხვდა, რომლის შემოსავალიც შარშან 26 მილიონი დოლარი იყო. ფილმ „ლა-ლა-ლენდ“-ში შესრულებულმა მთავარმა როლმა ემა სტოუნს წელს ოსკარიც მოუტანა.

მეორე ადგილზე გავიდა ჯენიფერ ენისტონი, რომელმაც ბოლო 12 თვის განმავლობაში 25 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

თანხის უმეტესობა სარეკლამო კამპანიიდან მიღებული ჰონორარია. სამეულში 24 მილიონი დოლარის შემოსავლით, ჯენიფერ ლოურენსიც მოხვდა.

რეიტინგის ათეულში არიან ასევე მილა კუნისი, შარლიზ ტერონი, ქეით ბლანშეტი და ჯულია რობერტსი.

დღის ამბები