06 ოქტომბერი 2024,   20:15
ვრცლად
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ნახევარკუნძულზე მეორე ომს აღარ დაუშვებს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ნახევარკუნძულზე მეორე ომს აღარ დაუშვებს. სეულში გამართულ პრესკონფერენციაზე ქვეყნის ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაპირებაც ახსენა და აღნიშნა, რომ სეულთან წინასწარ შეთანხმების გარეშე, შეერთებული შტატები ფხენიანის წინააღმდეგ სამხედრო ძალას არ გამოიყენებს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თქმით, მორიგი ბალისტიკური რაკეტის გაშვების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეას უმკაცრეს სანქციებს დაუწესებენ, რასაც ქვეყანა ვეღარ გადაიტანს.

პარალელურად, გაეროს გენერალურმა მდივანმა ვაშინგტონსა და ფხენიანს, ომის თავიდან აცილების მიზნით, შუამავლის როლის შესრულება შესთავაზა.

დღის ამბები