06 ოქტომბერი 2024,   20:18
ვრცლად
სროლა კიევში - 2 შეიარაღებული პირი თავს კერძო მეწარმეს დაესხა

კიევში დილით სროლის ხმა ისმოდა. ორი შეიარაღებული პირი კერძო მეწარმეს დაესხა თავს. მათ ჯერ ცეცხლი გახსნეს, შემდეგ კი მეწარმისთვის ფულით სავსე ჩანთის წართმევა სცადეს, თავდასხმის შემდეგ კი, მანქანით მიიმალნენ.

მომხდარის ამსახველი კადრები ინტერნეტით გავრცელდა. მსუბუქად დაჭრილი მეწარმე საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ. სამართალდამცველები კი, თავდასხმაში ეჭვმიტანილებს ეძებენ.

დღის ამბები