19 მაისი 2024,   10:29
ვრცლად
ტერაქტი ბარსელონაში - კიდევ ერთი მანქანა პოლიციელს დაეჯახა

ბარსელონაში სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, ტერორისტი დააკავეს. ის არის დრის აუკაბირი, რომელიც წარმოშობით მაროკოელია. ის იმ ფურგონის მფლობელია, რომელიც ცოტა ხნის წინ ხალხს დაეჯახა.

თუმცა, სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ მას თანაზრახველი ჰყავდეს. საეჭვო პირები ამავე ტერიტორიაზე შენიშნა. ამ დროისთვის კიდევ ერთი ფურგონის ტიპის ავტომანქანა ნახა, რომელიც ცარიელი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ მანქანით გეგმავდა ტერორისტი გაქცევას.

ესპანეთში სისხლის ბანკიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მოქალაქეები დაჭრილების დასახმარებლად სისხლს აბარებენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანქანა ერთ-ერთ პოლიციელსაც დაეჯახა. თუმცა, სამართალდამცავები ოფიციალურად არ ადასტურებენ, არის თუ არა ეს შემთხვევა ტერაქტთან კავშირში. 

დღის ამბები