06 ოქტომბერი 2024,   20:16
ვრცლად
გამოძიების ინფორმაციით, ბარსელონაში ტერორისტების მთავარი სამიზნე "საგრადა დე ფამილიას" ტაძარი იყო

ესპანელი სამართალდამცველები ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის მთავარ შემსრულებელს ამ დრომდე ეძებენ. 22 წლის მაროკოელი იუნუს აბუ-იაკუბის ძებნის ოპერაცია არამხოლოდ ესპანეთის მასშტაბით, არამედ ევროპის ქვეყნებშიც მიმდინარეობს.

არსებობს ვერსია, რომ ეჭვმიტანილმა ტერაქტის შესრულების შემდეგ ქვეყანა დატოვა. გამოძიების ახალი დეტალებს აქვეყნებს ესპანური მედია. გამოცემების ინფორმაციით, ტერორისტული ქსელი, რომელიც ძალოვანებმა თავდასხმების სერიის შემდეგ გაანეიტრალეს, გაცილებით უფრო მასშტაბურ ტერაქტებს გეგმავდნენ და ამისთვის სამი ლოკაცია ჰქონდათ შერჩეული.

მათი ინფორმაციით, მთავარი სამიზნე ბარსელონაში "საგრადა დე ფამილიას" ტაძარი იყო, რომელიც ქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობა და ტურისტების მასობრივი თავშეყრის ადგილია.

გამოცემის ინფორმაციით, ტერორისტები სამი მიკროავტობუსით ხალში შევარდნას აპირებდნენ და შემდეგ უკვე აფეთქებების მოწყობას აპირებდნენ.

გამოძიების ვერსიით, გეგმები მას შემდეგ შეიცვალა, რაც ბომბის დამზადებისას ტერორისტებს ასაფეთქებელი ნივთიერებები აუფეთქდათ.

დღის ამბები