18 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
ლისის ტბაზე 2000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი დაიწვა

თბილისში ლისის ტბაზე 2000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი დაიწვა. ცეცხლი გზის მიმდებარედ ახალ ნარგავებს მოედო. ადგილზე 4 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია, დაშავებულები არ არიან. ზარი 112-ში დღის პირველ ნახევარში შევიდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილი აცხადებს, რომ ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.

ხანძრის გამომწვევი მზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

დღის ამბები