06 ოქტომბერი 2024,   20:17
ვრცლად
დონალდ ტრამპმა ავღანეთთან დაკავშირებით ახალი სტრატეგია წარადგინა

დონალდ ტრამპმა ავღანეთთან დაკავშირებით ახალი სტრატეგია წარადგინა. შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ქვეყანაში სამხედრო ყოფნის გაძლიერებასა და გამარჯვებამდე ბრძოლას აპირებს, თუმცა პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია რამდენი სამხედრო დაემატება მისიას ან როდემდე გაგრძელდება ის.

გავრცელებული ცნობით, საუბარია 4 ათას ჯარისკაცზე. დონალდ ტრამპის თქმით, ახალი პოლიტიკის მიზანია, არ გახდეს ავღანეთი უსაფრთხო თავშესაფარი ისლამისტი მებრძოლებისთვის, რომლებსაც შეერთებულ შტატებზე თავდასხმა სურთ.

ვაშინგტონის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლის დროს ამერიკის ლიდერმა პაკისტანიც გააფრთხილა და უსაფრთხოების სფეროში დახმარების შემცირებით დაემუქრა.

ამ დროისთვის ავღანეთში 8 ათას 400 ამერიკელი სამხედრო მსახურობს. 

დღის ამბები