06 ოქტომბერი 2024,   20:15
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობა როსტოვის ოლქში - ხანძრის გამო 60-მდე ადამიანი დაშავდა

ხანძრის გამო როსტოვის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ბოლო მონაცემით, სტიქიის შედეგად 58 ადამიანი დაშავდა.

ცეცხლი როსტოვის ერთ-ერთ ქუჩაზე გაჩნდა და მთელ დასახლებაში გავრცელდა. დაიწვა და დაზიანდა 100 ზე მეტი შენობა. უმეტესობა საცხოვრებელი სახლია.

ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ჩააქრეს, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ხანძრის გამო ჰაერში საშიში ნივთიერებების კონცენტრაცია მაღალია, ამიტომ სტიქიის ზონაში მოსახლეობის ყოფნა დაუშვებლად მიაჩნიათ.

დღის ამბები